მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებულმა რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

პლატფორმისინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ინფიცირების 73 188 678 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 51.3 მილიონი ადამიანი, 1 627 797 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 20 238 159 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.