იტალია კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო საშობაო არდადეგების დროს ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ახალ ზომებს მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად”, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო მაუწყებელს და დასძინა, რომ მთავრობასა და ექსპერტებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ შესაძლოა ნაწილობრივი "ლოკდაუნი" გამოაცხადოს 24 დეკემბრიდან მინიმუმ 2 იანვრამდე, ასევე გაახანგრძლივოს ღამის "კომენდანტის საათი".
ინფორმაციისთვის, საავადმყოფოებზე დატვირთვისა და კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების შემცირების გამო, მთავრობამ წინა თვეს დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა.