3 ტრადიციული და არატრადიციული საშუალება, როგორ უნდა მოვიზიდოთ ბიზნესისთვის მეტი მომხმარებელი

გავრცელებული მოსაზრება, რომ „კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება“ კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა.

მაგალითად, თუკი ქალაქში მხოლოდ ერთი საცხობი იყო, ყველამ იცოდა, პურ-ფუნთუშეული სად უნდა შეეძინა, მაგრამ ახლა, როდესაც ერთ ქუჩაზეც კი ათობით საცხობია, კონკურენცია პიკს აღწევს და თითოეული მათგანის მფლობელს დიდი შრომა უწევს იმისთვის, რომ მომხმარებელი სწორედ თავის საცხობში მიიზიდოს.

თუკი იმაზე ვთანხმდებით, რომ წარმატების მიღწევისა და ფინანსური სარგებლის მისაღებად რეკლამა ყველას თანაბრად სჭირდება, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რა ტიპის რეკლამას შეუძლია ჩვენი მიზნის შესრულება.

3 ტრადიციული რეკლამა

ტრადიციული რეკლამა გულისხმობს ისეთ არაციფრულ საშუალებებს, როგორიცაა ბილბორდები, საგაზეთო და ტელე-რადიო რეკლამები. თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.

ტრადიციული მარკეტინგი, რომელიც გულისხმობს რეკლამის განთავსებას დიდ ბილბორდებზე, ჟურნალ-გაზეთებსა თუ ტელე-რადიო გადაცემებში, ჯერ კიდევ ცოცხალია. ბევრი მათგანი უალტერნატივოა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყურადღების მისაქცევად; იქ, სადაც ცუდი ინტერნეტია ან საერთოდ არ არის.

რეკლამის ტრადიციული საშუალებებით მიიპყრობთ იმ ადამიანების ყურადღებასაც, ვინც ტექნიკასთან „ვერ მეგობრობს“ ან უბრალოდ ინფორმაციის გაგება ჟურნალ-გაზეთებითა თუ ტელე-რადიოგადაცემებით ურჩევნია.

presa2-1608015111.png

რა უარყოფითი მხარეები აქვს რეკლამის ტრადიციულ საშუალებებს?

მომხმარებელი - ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ ტრადიციული მედიის მომხმარებელთა რაოდენობა იკლებს. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინაცვლებს ონლაინსივრცეში, ახალ ამბებს საინფორმაციო საიტებზე ეცნობა, გართობის მიზნით სოციალურ ქსელებს იყენებს და სხვ.

ფასი - ტრადიციულ საშუალებებში რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, სოციალურ ქსელში. ამიტომ ბეჭდური თუ სატელევიზიო რეკლამები, ჩვეულებრივ, მაღალშემოსავლიანი კომპანიებისთვისაა ხელმისაწვდომი.

შედეგი - შედეგის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ვერ ვიტყვით, კონკრეტული პროდუქტის შეძენისას რამდენად იმოქმედა ბეჭდურ თუ ტელემედიაში განთავსებულმა რეკლამამ. ამისგან განსხვავებით, ონლაინმედიაში, ე. წ. ახალ მედიაში, განთავსებულ რეკლამას რამდენი ადამიანი ხედავს და რამდენი აკლიკავს, ზუსტად ვიცით.

არატრადიციული საშუალებები, რომლებიც მომხმარებლის მოზიდვაში დაგეხმარებათ

ონლაინმარკეტინგი XXI საუკუნის ერთ-ერთი მიღწევაა. რეკლამის იუთუბში, ფეისბუკსა თუ ინსტაგრამზე განთავსება თითქმის ყველას შეუძლია. რაც მთავარია, ონლაინრეკლამა საკმაოდ ბიუჯეტურია, მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრა და რეკლამის შედეგების ანალიზიც შესაძლებელია. თუმცა ონლაინრეკლამასაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მხარეები.

თუკი ტელევიზორის ყურებისას სარეკლამო ჭრები გვაღიზიანებს, იმავენაირად მოქმედებს იუთუბსა თუ ფეისბუკზე გაჩენილი რეკლამა, რომელიც ფილმისა თუ ვიდეოს ყურებას გვაწყვეტინებს და ერთი სული გვაქვს, როდის ჩავკეცავთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ემოცია იმ ბრედნისადმი დამოკიდებულებაზეც აისახება, რომლის რეკლამაც უცებ არსაიდან გაჩნდა და „ხელი შეგვიშალა“.

presa3-1608015211.jpg

საკმაოდ პოპულარულია ფეისბუკსა თუ ინსტაგრამზე განთავსებული პრინტ- და ვიდეორეკლამები, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სოციალური ქსელები ხშირად ცვლიან ალგორითმს, რაც რეკლამის გაშვება-ეფექტურობას ხშირად აფერხებს. გარდა ამისა, რეკლამის საფასური დოლარშია. თუკი დღევანდელ კურსს გავითვალისწინებთ, სტარტაპები თუ მცირე საწარმოები ყველაზე დაბალბიუჯეტიან რეკლამას ირჩევენ ხოლმე, რაც სასურველ შედეგს იშვიათად აჩვენებს.

ამ და სხვა მიზეზების გამო კომპანიები ცდილობენ ქართულ ბაზარზე მოიძიონ ისეთი საშუალება, რომელიც რეკლამის გავრცელების ბიუჯეტურ და ეფექტურ გზას შესთავაზებთ. დღეისათვის ასეთი საშუალებაა adword.ge - პლატოფრმა, რომელიც რეკლამის განთავსების საშუალებას ყველაზე მაღალრეიტინგულ ქართულენოვან საიტებზე გაძლევთ, როგორიცაა: ambebi.ge, IPN.ge, intermedia.ge, bpn.ge, mkurnali.ge, gemrielia.ge, marao.ge და ა. შ.

როგორ განვათავსო რეკლამა adword.ge-ის დახმარებით?

რეკლამის განთავსებისთვის საჭიროა adword.ge-ზე რეგისტრაცია და მომხმარებლის პროფილის შევსება. თავად ირჩევთ, რომელ საიტებზე გსურთ თქვენი რეკლამისა თუ რეკლამების განთავსება.

adwordss-1608015357.png

adword.ge-ის ერთ-ერთი უპირატესობაა ისიც, რომ რეკლამის განთავსებისთვის საკმარისია ბალანსზე მხოლოდ 1 ლარი გქონდეთ, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაიხარჯება, რაც მომხმარებელი თქვენს რეკლამას დააკლიკავს. ერთი კლიკის მინიმალური ღირებულება 5 თეთრია.

როგორც აღვნიშნეთ, რეკლამის არატრადიციულ საშუალებებს ის უპირატესობა აქვთ, რომ მათი შედეგების ანალიზი შესაძლებელი და ძალიან მარტივია. adword.ge-ის პირად პროფილზე რეკლამის განმთავსებელს შეუძლია თვალი ადევნოს სტატისტიკას: რამდენმა ადამიანმა დააკლიკა რეკლამაზე, რა თანხა დარჩა ბალანსზე და ა. შ. შედეგად იზრდება კომპანიის ცნობადობა, შესაძლებელი ხდება ახალი მომხმარებლების დაინტერესება და მოზიდვა.