ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 15 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. როგორც ვხედავთ, უკვე აშკარაა, გაორმაგებული ტესტირების ფონზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, უკვე სახეზეა, დაწესებული შეზღუდვების ეფექტი და ინფიცირების გავრცელების შემცირება.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 194 900-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 164 786-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა - 263, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404, კახეთი - 254, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 890, აჭარაში - 819, იმერეთში - 1 364. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 527, აჭარაში - 146, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 47, იმერეთში - 60. 2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 836 - თბილისში, 1 336 - აჭარაში, 244 - იმერეთში. 18 761 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 266, აჭარაში -168, ხოლო იმერეთში - 15.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 445 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 105 პირი, აჭარაში - 8 251, იმერეთში - 6 007“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.