საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი დაიღუპა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი დაიღუპა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 47, იმერეთში - 60.