ბოლო 2-3 კვირის პერიოდში საქართველოში რიგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა.
ზოგიერთი ტიპის საწვავზე ფასი 4-5 თეთრით არის გაზრდილი.
დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია:
„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.39 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.29 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2.19; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.49 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.39 და 2.33 ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.29 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.44 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.43 და 2.24 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი 2.53 ლარი შეადგინა.
დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.33 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.14 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.32 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.49 ლარია.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.31 ლარია; „რეგულარი“ – 2.16; სუპერი - 2.46; ევრო-დიზელი კი 2.29 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.17 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი - 2.44 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.38 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.44 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.24 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.54 ლარი ღირს.