ერთ წელიწადში შეძენილი 4 ავტომობილი  - რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი, ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე

პარლამენტის წევრმა, ყოფილმა მორაგბემ ირაკლი აბუსერიძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 10 დეკემბერს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წელს მან საპარლამენტო საქმიანობისთვის, ხელფასის სახით, 49 187 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძე 2000 – 2013 წლებში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო, 2002 – 2013 წლებში - საფრანგეთის რაგბის კლუბების: „ორიაკი“, „ორლეანი“, „ოსერი“ მოთამაშე; 2013 – 2016 წლებში რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი, ხოლო 2014 -16 წლებში - თბილისის საკრებულოს წევრი.

მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვთ, ირაკლი აბუსერძის სახელზეა, 474,19 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც საკუთრებაში საკრებულოს ბრძანებით და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით გადაეცა.

2017 წელს თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბინათმესაკუთრეთა მიერ დამოწმდა თბილსიში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მისთვის ავტოფარეხის დაკანონება.

2010 წელს, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით, ირაკლი აბუსერიძეს ასევე დაუკანონდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთ საბურთალოზე, ასევე, 835 კვ.მ მიწის ნაკვეთი შინდისში.

2013 წელს კი, ირაკლი აბუსერიძემ 130 000 აშშ დოლარად შეიძინა 221,21 კვ.მ ბინა თბილისში.

გარდა ამისა, ირაკლი აბუსერიძის სახელზეა 4 ვტომობილი, რომელიც 2013-14 წლებში აქვს შეძენილი. კერძოდ, 17 000 ევროდ შეფასებული mercedes benz cls, 7000 ევროდ - renault megan, 10 000 დოლარად - mersedes benz S და 12 000 დოლარად - ford transit-ი.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ქონებას, მისი მეუღლის სახელზეა: 180,24 კვ.მ ბინა, 33,14 კვ.მ სარდაფი და 18,15 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე. ასევე, 112,88 კვ.მ ბინა თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ირაკლი აბუსერძე საბანკო ანგარიშებზე ფლობდა: "თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე - 1 251 ლარს და 29,14 ევროს.

ნინი ქეთელაური