რუსეთმა საექსპორტო მზესუმზირის ზეთზე შესაძლოა, 15%-იანი გადასახადის დააწესოს

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განსახილველად წარადგინა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტო ზეთზე საბაჟო ტარიფის შემოღების შესაძლებლობას 15%-ის ოდენობით, თუმცა არანაკლებ 135 ევროსი ტონაზე.

„როგორც ორშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განმარტა, საბაჟო ტარიფის შემოღება მოხდება ამ წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა შეთანხმება მწარმოებლებსა და საბითუმო ქსლებს შორის. დაგეგმილია, რომ შეთანხმებამ უნდა გამოიწვიოს ფასის დაწევა მწარმოებლის მხრიდან საცალო ქსელებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების განმარტებით შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს მზესუზმირის ზეთზე ფასის კლებას, უკვე 2020 წლის ბოლომდე.

კოკა კვირკველია