UNICEF-ი - პედაგოგებს კოვიდ 19-ზე ვაქცინაციის კუთხით პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ

UNICEF-ი ქვეყნებს მოუწოდებს, მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაციისას მასწავლებლებს პრიორიტეტი მიანიჭონ.

”კოვიდ 19-ის პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ბავშვების განათლებას მთელს მსოფლიოში. პედაგოგების ვაქცინაცია გადამწყვეტი ნაბიჯია მის კალაპოტში დასაბრუნებლად”, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა ჰენრიეტა ფორემ.

მისივე თქმით, მედიკოსებისა და დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი მოსახლეობის ვაქცინაციის შემდეგ, პრიორიტეტი პედაგოგებს უნდა მიენიჭოთ.

”ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას და, საბოლოოდ, სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს,“- განაცხადა ჰენრიეტა ფორემ.