გაყიდის თუ არა Adidas-ი Reebok-ს, მარტში გადაწყდება

გერმანული კომპანია adidas AG, რომელიც გახლავთ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, მისი კუთვნილი ბრენდის Reebok-ის სტრატეგიული ალტერნატივის გზებს განიხილავს, მათ შორის გაყიდვასაც კი.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, adidas-ის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე 2021 წლის 10 მარტს გამოცხადდბა, როცა კოამპანიამ უნდა წარადგინოს მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში და ამ მიზნით გამართოს შეხვედრა ინვესტორებთან.

უკვე ნოემბერში მესამე კვარტლის შესახებ გავრცელებულ ანგარიშში წერია, რომ Reebok და Adidas-ის გაყიდვები შემცირდა 7 და 2 პროცენტით შესაბამისად.

Adidas-ის აქციების კოტირებებმა კი ორშაბათს 1,5%-ით მოიმატეს. მიმდინარე წელს კომპანიის კაპიტალიზაცია 0,8%-ით შემცირდა 55,3 მილიარდ ევრომდე.

ცნობისთვის, Adidas-მა Reebok 2006 წელს 3,8 მილიარდ დოლარად შეიძინა. 2016 წელს კომპანიამ ჩააუშვა ბრენდის ფინანსური გაჯანსაღების პროგრამა, რის შემდეგაც Reebok რენტაბელურობას დაუბრუნდა 2018 წლისთვის - ორი წლით ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო.

კოკა კვირკველია