ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ ფონზე, რომ მოქალაქეები პანდემიის გამო გასართობ ღონისძიებებში ვერ მონაწილეობენ, ქალაქის განათება აუცილებელია.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საახალწლო განათებისთვის თანხის გამოყოფა სრულიად მიზანშეწონილია და მხარს უჭერს.
„ჩვენ ვართ საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყველა გასართობი ადგილი, რესტორნები დაკეტილია, მოქალაქეებს პანდემიის გამო არ აქვთ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მინიმუმი, რომ ქალაქი მაინც განათდეს, ჩაბნელებული არ იყოს, აუცილებელია და ამ მხრივ ამ გადაწყვეტილებას სრულად ვუჭერ მხარს და მიზანშეწონილად მიმაჩნია.
საკმარისი თანხა გვაქვს გამოყოფილი როგორც სოციალური, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით და ის, რომ ამ მძიმე პერიოდში ეს ქალაქი ჩაბნელებული არ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.