„ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორი - გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება წინასაახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას

გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება წინასაახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას, - ამის შესახებ „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორმა მირზა ხინიკაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია.

„ ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ალბათ, წინასაახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას და ის შრომა, რაც აქამდე სახელმწიფოსა და თითოეული ექიმის მიერ იქნა გაწეული, შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს“, - განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

მირზა ხინიკაძის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.