1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2905 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2889 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0006 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 შეადგინა.