გლობალური პანდემიის ფინანსური კატასტროფა ფოტოებში (+ფოტო)

კორონავირუსის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ ეკონომიკაზე 2020 წელს არაჩვეულებრივი სანახაობები დაგვიტოვა. უდაბნდ ქცეული ტურისტული პლაჟებიდან დაწყებული, საშობაოდ მორთული უკაცრიელი ქუჩებით დამთავრებული, კრიზისი თითქმის ყველას სფეროს შეეხო.

COVID19- ის შოკისმომგვრელი ეფექტები მსოფლიოს ყველა ქვეყანამ იგემა. ისევე როგორც საქართველოში, ევროპის, აზიის და სხვა ქვეყებშიც ნახავთ ცარიელ სტადიონებს, სავაჭრო ცეტრებს, დახურულ მაღაზიებს.

სანახაობის გარდა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ ფონს ქმნის მოსახლეობისთვის. შეჩერებულმა ყოვედღიურობამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ადამიანების ყოველდღიურობაზეც იმოქმედა.

მიტოვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კორონავირუსის გავრცელების შიშმა მთელი მსოფლიოს მთავრობები აიძულა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დროებით აეკრძალათ. მარტში შეჩერდა ამსტერდამის სარკინიგზო სადგური Centraal. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეჩერდა საქართველოში. ამასთან, შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ყველა ქვეყანამ დანერგა სოციალური შეღავათები, რაც ფინანსურ დახმარებას და სხვა სახის ბენეფიტებს გულისხმობს.

9e1b424b-d62d-44d9-9eaa-ed69959877f1-amsterdam-station-sjoerd-van-der-wal-getty-1611395865.jpg

trans-1608038531.png

დაცლილი სავაჭრო ცენტრები და მოლები

ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში “შავი პარასკევით“ გამოწვეული საცობები და გადავსებული სავაჭრო მოლები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში, ბევრი საცალო ვაჭრობის ობიექტი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა, დარჩნენ ისეთებიც, ვინც მაღაზია არ დახურა და მყიდველს უშუალოდ ემსახურებოდა. რეკომენდაციების არგათვალისწინებამ საქართველოს მთავრობა იძულებული გახადა სავალდებულო შეზღუდვები შემოეღოთ, რადგან ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველ დღე კატასტროფულად მატულობდა.

ანალოგიური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში. სავაჭრო მოლების ფუნქციონირება დროებით აიკრძალა და “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ“ ყველას მოუწოდა, ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავი შეეკავებინათ. ახლა ხშირად ნახავთ დაცარიელებულ ევროპულ ქუჩებს და სავაჭრო ცენტრებს, რაც მართლაც სევდის მომგვრელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის დროს უზარმაზარმა ბრენდებმა, მათ შორის JC Penney, Ascena Retail, Muji USA, Brooks Brothers და G-Star- მა, თავი გაკოტრებულებად გამოაცხადეს.

mali-1608038588.jpg

108b31b5-1692-4cdd-a45b-6f66c5e51d0a-shops-andrea-pattaro-afp-getty-1611395930.jpg

ცარიელი რესტორნები

კორონავირუსმა გაანადგურა სარესტორნო ინდუსტრია და კიდევ რამდენიმე მსხვილი ქსელი იბრძვის გადარჩენისთვის. ფედერალური მონაცემების თანახმად, აშშ-ში პანდემიის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში რესტორნების 5.9 მილიონმა თანამშრომელმა დაკარგა სამუშაო.

“მჯდომარე“ რესტორნების რაოდენობა გლობალური მასშტაბით 50% -ით შემცირდა“- იტყობინება Statista.

ამ შემთხვევაში არც საქართველოა გამონაკლისი. შეზღუდვებმა რესტორატორების პროტესტი არაერთხელ გამოიწვია.

rest-1608038618.jpg

დაცარიელებული ტურისტული მიმართულებები

ტურიზმის სექტორი არის ერთ – ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა COVID-19 პანდემიით. მსოფლიო მასშტაბით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება 910 მილიარდი დოლარით შემცირდეს.

როგორც წესი, სეზონის ამ მონაკვეთზე საქართველოში სამთო კურორტებზე მდებარე ფართების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილი იყო. თუმცა, აკრძალვების გამო, უმეტესი ნაწილი საქალაქთაშორისო გადაადგილებისგან თავს იკავებს.

plaj-1608038674.jpg

gettyimages-1278056373-1611395978.jpg

4b6dae57-0491-4a02-9b62-f1e08b745c95-austraila-planes-steve-strike-getty-1611396006.jpg

ხელუხლებელი სათხილამურო ტრასები

მას შემდეგ, რაც ავსტრიის ერთ კურორტ Ischgl-ზე ათასობით ინფიცირებული ტურისტი “გამოიჭირეს“ და უკან, თავის ქვეყებში გააბრუნეს, ავსტრიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამთო - სათხილამურო კურორტები დაეხურათ. სეზონზე კურორტების დახურვას აპირებს საფრანგეთი, იტალია და გერმანია.

სათხილამურო კურორტების დაიხურა საქართველოშიც.

sabag-1608038704.jpg

მანქანების ბაზარი

მანქანების გაყიდვებზე პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია და სავარაუდოდ, ძველ მაჩვენებლებს 2023 წლამდე არ დაუბრუნდება.

დიდ ბრიტანეთში, ახალი მანქანების გაყიდვები სექტემბერში 4.4% -ით შემცირდა, რაც სექტემბრის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაყიდვების ყველაზე დაბალი რიცხვია. ფოტოზე გამოსახულია ათასობით მანქანა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის RAF Chipping Warden აეროდრომშია შენახული.

cars-1608038814.jpg

სპორტული თამაშები ცარიელ სტადიონებზე

ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც უარი თქვეს სტადიონებზე გულშემატკივართა დაშვებაზე.

რამდენიმე საფეხბურთო მატჩი თბილისში, “ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე“ გულშემატკივრების გარეშე გაიმართა, რამაც, მართალია დიდი გულისწყვეტა გამოიწვია, თუმცა სავარაუდოდ ინფიცირების კიდევ ერთი კერა “დაიხურა.“

moed-1608038847.jpg

ცარიელი სპორტული დარბაზები

პანდემიამ ჯანმრთელობისა და ფიტნეს ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. იმის გამო, რომ უმეტეს ქვეყნებში სპორტული დარბაზები და დასასვენებელი ცენტრები შეზღუდვების გამო დაიხურა, ბევრმა ისარგებლა სახლში მუშაობის უპირატესობებით და ფიტნეს კურსებს ინტერნეტის საშუალებით გადიან.

darb-1608038878.jpg

თეონა რამაზაშვილი