„ქუთაისში ეკონომიკის სამინისტროს კარგოტერმინალის შექმნა სურს“

„ქუთაისში ეკონომიკის სამინისტროს სურს, რომ კარგოტერმინალის შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი სიახლეა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა.

„ქუთაისში ეკონომიკის სამინისტროს სურს, კარგოტერმინალის შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი სიახლეა, რადგან დასავლეთ საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც ექსპორტზე გადის, უნდა ჩამოიყვანონ თბილისში და მერე წაიყვანონ, როცა შეიძლება ეს პირდაპირ ქუთაისიდან მოხდეს. სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების ანუ ისეთი საკითხების მოგვარებაში, რაც საბოლოოდ გაყიდვების უზრუნველყოფას მოახდენს. სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს გაყიდვის არხების წინ წამოწევა, ფულის ამაზე დახარჯვა, რადგან, ზოგადად სუბსიდია, არ ვთვლი რომ კარგი იდეაა. შესაძლოა, იმ კონკრეტულ დროს სუბსიდია კარგის მომტანია და ვინმეს გადამრჩენელი, მაგრამ საბოლოოდ იმ დარგისთვის ძალიან ცუდია. ამის მაგივრად, შესამუშავებელია სახელმწიფოს გრძელვადიანი პოლიტიკა და ფულია მოსაზიდი, რომ ტექნოლოგიები შეიცვალოს და უფრო მეტად ბაზრებზე წვდომაზე ვიყოთ ორიენტირებული,“-განაცხადა გონაშვილმა.

თაია არდოტელი