2020 წლის 11 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით ჯამურად 1,686 მლრდ შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შარშან 11 თვეში ქვეყანაში 1,561 მლრდ დოლარი გადმოირიცხა. რაც შეეხება კონკრეტულად ნოემბერს, გასულ თვეს გზავნილების მოცულობამ 169,9 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 151 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება დონორ ქვეყნებს, ყველაზე მეტი თანხა 2020 წლის ნოემბერში ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა - 31,8 მლნ დოლარი, შემდეგია იტალია - 25,3 მლნ დოლარით და სამეულს კრავს აშშ - 19,6 მლნ დოლარით.