თბილისის მერიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ.
მათი განმარტებით, ამ აქციით დღეს, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ, როდესაც თბილისის მერიამ ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განახორციელა.
აქციაზე მყოფი პირების განმარტებით, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.
"ჩვენს თანამოქალაქეებს სახლებიდან ყრიან და ტოვებენ ქუჩებში. ამიტომ, უნდა მივიდეთ მერიასთან და პასუხი მოვთხოვოთ. ჩვენი პროტესტი ყოველდღიურად სხვადასხვა ხერხით და მეთოდით გაგრძელდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.