3 რჩევა, როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები შეზღუდული ბიუჯეტით

წელიწადის ყველაზე მხიარული და ფერადი დღესასწაული მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების მომზადებასთან არის დაკავშირებული, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად გვიზრდის.

საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს, ბევრ ჩვენგანს ბიუჯეტის განსაზღვრისას მაინც უწევს პრიორიტეტების დალაგება და შესაძლოა ვინმე უსაჩუქროდ დაგვრჩეს. დღესასწაული რომ ჩვენი შემოსავლისთვის დიდ წნეხად არ იქცეს ამისათვის შეგვიძლია, 3 მარტივი რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:

საჩუქრების შესაძენად განკუთვნილი თანხის წინასწარ დაზოგვა

ჭკვიანურად დაზოგვა საუკეთესო გზა არის, რაც შეიძლება ადამიანმა ბიუჯეტის მართვისას აირჩიოს. როცა მოულოდნელად გაუთვალისწინებელი ხარჯები დაგვატყდება თავს, თანხის პანიკურად მოძიებას აღარ ვიწყებთ და წინასწარ დაზოგილ ფინანსებს ვიყენებთ.

იგივე შეიძლება ითქვას საახალწლო ხარჯების შემთხვევაშიც. თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, შეგვიძლია, საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხის შეგროვება სექტემბრიდანვე დავიწყოთ. სამი თვის განმავლობაში მცირე თანხის გადადება ჩვენს ბიუჯეტზე უარყოფითად არ აისახება და დეკემბერში, როცა საყიდლების ბუმია, ფინანსური პრობლემებისგან დაგვაზღვევს. ბოლოს და ბოლოს, გული აღარ დაგვწყდება, რომ საყვარელ ადამიანს ის ჩანთა, სუნამო, ფეხსაცმელი თუ სამკაული ვერ შევუძინეთ, რომელიც სურდა.

დამეთანხმებით, როცა ამდენი ხარჯი გვაქვს, თანხის საჩუქრებისთვის გადადება ბევრი ჩვენგანისთვის მაინც გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა სულ მცირედის შეგროვებისთვისაც კი საკუთარ თავს დეკემბრის თვეში მადლობას გადავუხდით.

საჩუქრებისთვის კონკრეტული თანხის განსაზღვრა

შოპინგისას ბევრი ჩვენგანი გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებს. თუკი სავაჭრო ცენტრში შესვლამდე მტკიცედ ვიდექით, რომ სვიტერში 100 ლარზე მეტს არ დავხარჯავდით ან თუ სასურველ დიზაინს ვერ მივაგნებდით, არაფერს შევიძენდით, პირველივე მაღაზიაში სტუმრობისთანავე სიმტკიცეს ვკარგავთ-ხოლმე. იმპულსურად შეძენის სურვილი იზრდება საახალწლო ფასდაკლებების დროს, როცა თვალებს უამრავი საინტერესო შეთავაზება გვიჭრელებს. სწორედ ამ დროს უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და გაუცნობიერებლად, იმპულსურად არ დავხარჯოთ თანხა.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განვსაზღვროთ ბიუჯეტი, რომელსაც საჩუქრებში დავხარჯავთ და არასდროს მოვაკლოთ თანხა საახალწლო სუფრისთვის, საწვავისთვის თუ საოჯახო საჭიროებებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს, რათა დღესასწაული არ გავიპრობლემოთ.

საჩუქრებზე განვადებით სარგებლობა

ტანსაცმლის, კოსმეტიკის, სამკაულების თუ სხვა აქსესუარების განვადებით შეძენის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დამკვიდრდა, თუმცა ბევრ ჩვენგანს მაინც ეჩვენება, რომ ის უხერხულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

რეალურად, არსებობს განვადების ახალი ფორმა, რომელიც მომხმარებლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებას და სრულად მასზე მორგებული პირობების შეთავაზებას ემყარება. ეს არის განვადების ბარათი ტოპ|ქარდი, რომლის მფლობელსაც უკვე წინასწარ აქვს დამტკიცებული განვადების ლიმიტი და სავაჭრო ობიექტში ნივთის შეძენისას მხოლოდ მან იცის, რომ განვადებით სარგებლობს.

rebankkk-1608098466.png

ტოპ|ქარდით საახალწლო საჩუქრების ყიდვა განსაკუთრებით მოსახერხებელია, ვინაიდან თანხის გადანაწილებით და განვადების რიგში დგომის გარეშე ისეთი ნივთების შეძენაა შესაძლებელი, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, აქსესუარები, სათვალე, წვრილი და მსხვილი ტექნიკა და ბევრი სხვა. წინასაახალწლოდ საჩუქრებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად კი 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში რე|ბანკის ყველა პარტნიორ ობიექტში უპროცენტო (ეფექტური 0%) განვადების ვადები გაორმაგებული იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ რე|ბანკის პარტნიორებთან შენაძენების ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, ორჯერ მეტ პერიოდზე გადანაწილდება და საჩუქრის გარეშეც არავინ დაგვრჩება. ანალოგიური პირობა მოქმედებს მაშინაც, თუ სასურველი პროდუქციის შეძენა რომელიმე უცხოური ან რე|ბანკის არაპარტნიორი ვებ-გვერდიდან გვსურს. ასეთ შემთხვევაში, 45-დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით ვისარგებლებთ. გარდა ამისა, ტოპ|ქარდის ახლა აღებისა და აქციაში ჩართვის შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე თანაბრად, პროცენტის გარეშე გადანაწილდება.

ცალ-ცალკე, თითოეული რეკომენდაცია ჩვენი საახალწლო ბიუჯეტისთვის დიდი „შვება“ იქნება, სამივეს ერთად გათვალისწინება კი - ჭკვიანურად ხარჯვა.