ნოემბერში საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა

2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189,5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 187,7 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბრში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6,1 ლარით არის შემცირებული. შარშან ნოემბერში საარსებო მინიმუმი 195,6 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317,9 ლარი გახდა. ოქტომბერში ეს თანხა 314,9 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ნოემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 328,1 ლარს შეადგენდა.