ლევან დავითაშვილი - სიღარიბე 100%-ით არ დაგვიძლევია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს

მიუხედავად პანდემიისა და გამოწვევებისა 2020 წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული სოფლის მეურნეობაში, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მიღწეული შედეგები უწყების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს სოფლის მეურნეობის, სატყეო, თევზის სექტორის გამოშვების. რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. რა თქმა უნდა, ეს არაა 100%-ით ინკლუზიური. ყველა მოქალაქეს ეს არ შეეხო, სიღარიბე 100%-ით არ დაგვიძლევია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და თუ ამ თანმიმდევრულ პოლიტიკას გავაგრძელებთ, მერწმუნეთ, რამდენიმე წელში, როგორც თვითუზრუნველყოფას, ისე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მიღწევას მოვახერხებთ“,-აღნიშნა მან.