1 ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, ბაზრის 30-35% მოიცვა. Colliers-ის კვლევის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 1-ლი ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ჯამში გაცემულია 5,636 სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამით ყველაზე მეტმა ადამიანმა სექტემბერში ისარგებლა.
ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც ჯამში 1,765 სესხი დასუბსიდირდა ჯამში 169 მილიონი ლარის ოდენობით.
ივლისში, მხოლოდ 82 სესხი დასუბსიდირდა, 9 მლნ ლარით; აგვისტოში 1,609 სესხი ჯამურად 143 მლნ ლარით; ოქტომბერში 1,653 სესხი 166 მლნ ლარით; ნოემბრის 16 რიცხვამდე კი 527 სესხი ჯამში 55 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია - აღნიშნულია კვლევაში.