ბექა ფერაძე - შრომის ინსპექცია რამდენიმე დღეა სამთო კურორტებზე იმყოფება, კონტროლდება ნებისმიერი ტიპის ობიექტი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ისპექცია სამთო კურორტებზე ნებისმიერი ტიპის ობიექტს აკონტროლებს, რათა მათ არ დაარღვიონ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები და უნებართვო საქმიანობა არ განახორციელონ.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"შრომის ინსპექცია რამდენიმე დღეა სამთო კურორტებზე იმყოფება. ფაქტობრივად კონტროლდება ნებისმიერი ტიპის ობიექტი, მათ შორის, დამსვენებლების მიღებასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებებიც თუ არის ან ვებ-საიტებზე გამოქვეყნებული განცხადებაც ჩვენი მხრიდან არის შესწავლილი. მიზანი რომ მობილობა იყოს შემცირებული და ეპიდსიტუაცია იმართოს, ბუნებრივია, უნდა იქნას მიღწეული. ამიტომ თითოეული ასეთი „ქეისი“ არის შესწავლილი და შესაბამისი რეაგირება იქნება საზედამხედველო უწყებების მიერ", - განაცხადა ფერაძემ.