თამარ გაბუნია - ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას

ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მთავრობა ეპიდსიტუაციის დაკვირვების შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგია. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში", - განაცხადა გაბუნიამ.