ლევან დავითაშვილი - 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები

2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება.

„ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის: 2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა: 25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან). 16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან). 674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან)“,-აღნიშნა მან.