კომპანიები, რომლებიც საქონლის გაყინული ხორცის იმპორტ-ექსპორტს ახორციელებენ

საქონლის გაყინული ხორცის როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან პროდუქტის რეექსპორტი 933%-ით, ხოლო იმპორტი - 38,7%-ით არის გაზრდილი.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ქტომბერში ქვეყნაში 9, 043 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, საიდანაც - 1 124 მლნ აშშ დოლარის ხორცის რეექსპორტი განხორციელდა. ხოლო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 14 758 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, აქედან 11 614 მლნ დოლარის გაყინული ხორცი კი, სხვა ქვეყნებში გაყიდა.

რაც შეეხება ზოგადად ექსპორტის მაჩვენებელს, საქსტსტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნიდან ჯამში - 11, 665 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2019 წლსი ანალოგიურ პერიოდში კი - 1,322 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებიც საქონლის გაყინული ხორცის იმპორტს და ექსპორტს ახორციელებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარ-ოქტომბერი) ტოპ-5 მსხვილი იპორტიორი კომპანიები იყვნენ:

  • შპს ნიკორა
  • შპს კასკო 2015
  • შპს შვიდი მითი ტრეიდი
  • შპს უნივერსალ თრეიდინგ
  • შპს ჰავი ლოჯისტიკს

რაც შეეხება ექსპორტიორებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • შპს კასკო 2015
  • შპს ივერია იმპექსი
  • შპს შვიდი მითი ტრეიდი
  • შპს კასაგრუპ
  • შპს უნივერსალ თრეიდინგ

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველო საქონლის გაყინული ხორცის იპორტს ახორციელებს: უკრაინიდან, ბრაზილიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, არგენტინიდან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ნიდერლანდიდან, პარაგვაიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც მიმდინარე წლის 10 თვეში საქონლის გაყინული ხორცი რეექსპორტით გავიდა, ასეთია:

  • აზერბაიჯანი - 10, 168 მლნ დოლარი
  • თურქმენეთი - 1,114 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 331,35 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური