ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანიას ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ესკომ“ ინტერესთა გამოკითხვა უკვე გამოაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმპორტი უნდა განხორცილდეს 2021 წლის 11-31 იანვრის პერიოდისათვის. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 33.6 მლნ კვტ.სთ-ს.
იმპორტის წარმოდგენილი გრაფიკები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, არარეზიდენტ იურიდიულ პირს ან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე იმპორტიორ კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებულ რეზიდენტ იურიდიულ პირს.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 დეკემბერი.
2020 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველომ თურქეთში უკვე იყიდა 223.3 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. 11 თვეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წილი აზერბაიჯანზე მოდის - 575 მლნ კვტსთ, შემდეგია რუსეთი - 472.5 მლნ კვტსთ.
რაც შეეხება 2019 წელს, შარშან საქართველოს თურქეთში ელექტროენერგია არ უყიდია.