პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირი დახურული სივრცის გარდა ღია საჯარო სივრცეშიც 20 ლარით დაჯარიმდება

პანდემიის დროს როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ აისახება, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინა.

პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს.

მოქმედი კანონი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის წესის დარღვევაზე.