თბილისის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის შენობაში შესვლას და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის მერი ვალდებულია აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას პასუხი გასცეს.
„კახა კალაძის მიერ გაცემული ბრძანების გამო დაანგრიეს და ადამიანები დატოვეს ქუჩაში, ყინვაში სიცივეში. რას აპირებს?ქუჩაში დატოვებულ ხალხს შესაბამის თავშესაფარს დაუკანონებს თუ არა? მოსულია ხალხი, გასცეს პასუხი. ვითხოვთ გამობრძანდეს და გასცეს პასუხი, რას უპირებს ამ ხალხს? თუ არ გამოვა, ყველა შეხვედრაზე მივალ და შევახსენებ, რომ იმალება. მოვუწოდებ გამოვიდეს და გასცეს ხალხს პასუხი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა შუკაკიძემ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლებენ და საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან აქცია "სოლიდარობა აფრიკის დასახლებას" მიმდინარეობს.