თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო.
ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მივიდა, რომლის გამოჩენასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ ლევან ხაბეიშვილს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქცია.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მიმდინარე საპროტესტო აქცია აპოლიტიკურია და მათ არ სურთ რომელიმე პარტიის წევრები შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.