რუსეთში ტონა ხორბალზე ფასი 1 ათასი რუბლით შემცირდა

ხორბალზე ფასის სტაბილიზაციისთვის რუსეთში საექპორტო გადასახადის გაზრდამ შედეგი უკვე გამოიღო და ერთ ტონა ხორბალზე ფასი 1 ათასი რუბლით შეამცირა. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.

"25 ევრო ტონაზე გამოდის 2 ათას რუბლზე ცოტათი მეტი. ექპსორტზე ამ კვოტის შემოღებამ უკვე მოიტანა შედეგი და მასზე ფასი შეამცირა. სოფლის მეურნეობის სამინსიტროს შეფასებით, ერთ ტონა ხორბალზე ფასი უკვე შემცირდა ათასი რუბლით და ეს პირდაპირ საბაჟო ტარიფითაა გამოწვეული“ - განაცხადა მან რუსეთის პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ დეკემბრის დასაწყისში რუსეთის რპეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნაში საბაზისო პროდუქტებზე (შაქარი, ზეთი, მაკარონის ნაწარმი) ფასის ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფასების ზრდა არ იყო გამოწვეული პანდემიით, არამედ შიდა ფასების ხელოვნური გაზრდით მსოფლიო კონიუქტურამდე.

ამის შემდეგ ხელისუფელბამ მიიღო კომპლექსური ზომები ფასების სტაბილიზაციისთვის: მათ შორის საექსპორტო გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მზესუმზირაზე, კვოტები ბურღულეულზე და საექსპორტო ხორბალზე. გარდა ამისა ,გაფორმდა ხელშეკრულებები მზესუმზირის ზეთისა და შაქრის ფასების სტაბილზაიციისთვის.

კოკა კვირკველია