აშშ-ის 10-მა შტატმა Google Facebook-თან ანტიკონკურენტულ მორიგებაში დაადანაშაულა

ამერიკის 10-მა შტატმა კორპროაცია Google ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის Facebook-თან შეთანხმებით მოქმედებაში.

ამის შესახებ ჯგუფურ საჩივარშია ნათქვამი, რომელიც ტექსის პროკურომა კენ პაკსტონმა გაავრცელა.

„Google-ის მონოპოლიზაციას ინტერნეტ რეკლამის სფეროში, მათ შორის, Facebook-თან ანტიკონკურენტულ შეთანხმებას მომხმარებლები და კლიენტები შეცდომაში შეჰყავს და ხელს უშლის კონკურენციას“, - განაცხადა მან.

საჩივარში წერია, რომ 2017 წელს Facebook გახდა Google-ის სერიოზული კონკურენტი ინტერნეტ-რეკლამის სფეროში. კომპანიები შეთანხმდნენ, რომ თავი აერიდებინათ კონკურენციისთვის ამ სფეროში. მოსალოდნელი იყო, რომ Google შეინარჩუნებდა ლიდერობას ამ ბაზარზე, იმის გარანტიით, რომ Facebook მიიღებდა წვდომას მის რამდენიმე სექტორზე. ამავე სარჩელის თანახმად, კომპანიებმა მოახდინეს საკუთარი ქმედებების კოორდინირება, მათ შორის, აუქციონების ჩატარების დროს, სადაც სარეკლამო შეკვეთები განისაზღვრა. როგორც მომჩივანები ამტკიცებენ, Google და Facebook ასევე ცდილობდნენ „ფასებით მანიპულირებას“ ამ სფეროში.

მომჩივანების მიზანია, Google-ს დაეკისროს ჯარიმა და კომპენსაცია მიყენებული ზარალის გამო, თუმცა არ კონკრეტდება რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს. მათივე მიზანია, აღდგეს კონკურენია ამ სექტორში ისე, რომ ცალკეული კომპანიები არ იყვნენ მონოპოლისტები. სარჩელი შეტანილია შტატ ტექსასი აღმოსავლეთ საოლქო სასამართლოში. საქმეში Facebook როგორც მოპასუხე არ არის ნახსენები.

პაკსტონის გარდა მომჩივანებს შორის არიან, აიდაჰოს, არკანზასის, ინდიანას, კენტუკის, მისისიპის, მისურის, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას და იუტას შტატის გენერალური პროკურორები. ყველა მათგანი არის რესპუბლიკელი. გაზეთ The Wall Street Journal -ის ცნობით, ამ სარჩელს შეიძლება სხვა შტატებიც შეუერთდნენ. გაზეთის ცნობით, ხუთშაბათს კომპანაის შეიძლება კიდევ ერთი საჩივარი წაუყენონ, რომელიც ძებნით სისტემას შეეხება.

კოკა კვირკველია