ბიტკოინის ფასმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კრიპტოვალუტამ ღირებულების ისტორიული მაქსიმუმი განაახლა.

ბოლო სესიაზე ის 3,7%-ით გაძვირდა და ერთი ბიტკოინის ფასმა 22,148 დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ციფრული ვალუტით ვაჭრობის პლატფორმა „კოინდესკი“.

ახალი ისტორიული მაქსიმუმი თბილისის დროით 07:11 საათზე დაფიქსირდა.

თბილისის დროით 01:54 საათისთვის ბიტკოინის ფასი 21,298 დოლარი იყო, უკვე 07:39 საათისთვის კი მისმა ღირებულებამ 21,859 დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია