რამდენი გამოიმუშავეს 2020 წელს მილიარდერებმა - Forbes

მსოფლიო მილიარდერები 2020 წელს ჯამურად 1,9 ტრილიონი დოლარით გამდირდნენ. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

როგორც ჟურნალი წერს, 2020 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, მილიარდერების ჯამური ქონება შეადგენს 11,4 ტრილიონ დოლარს. ეს მონაცემი კი 20%-ით აღემატება შარშანდელს, როცა მათი კაპიტალი შეფასებული იყო 9,5 ტრილიონ დოლარად.

გამოცემის დათვლებით ყველაზე მეტით წელს ჩინელი მილიარდერები გამდირდნენ. 2020 წელს მათი ფინანსური მდგომარეობა 750 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

მეორე ადგილზეა უმდიდრესი ამერიკელები. მათი ქონება 2020 წელს 650 მილიარდი დოლარით გაიზარდა და კაპიტალის მოცულობამ 2 ტრილიონი შეადგინა. მიმავალი წელი საუკეთესიო იყო ილონ მასკისთვის, რომელიც წელს 110 მილიარდით გამდიდრდა და ამჟამად 137 მილიარდის ქონება აქვს.

მესამეზე გავიდნენ ფრანგი მილიარდერები, ქონების ჯამურად ზრდის მაჩვენებლით. მათი კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში 95 მილიარდით არის გაზრდილი და შეადგენს 500 მილიარდ დოლარს. მათ შორის ყველაზე მეტად წელს გამდიდრდნენ LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) -ის გენერალური დირექტორი ბერნარ არნო 35 მილიარდით - 148 მილიარდამდე და L'Oreal-ის მფლობელის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი 14 მილიარდით 74 მილიარდამდე.

კოკა კვირკველია