საქართველოს ბანკის განახლებული მობილბანკი ინოვაციური ფუნქციონალით

საქართველოში საბანკო მომსახურება ნელ-ნელა უფრო მეტად ციფრულდება და მობილბანკს ისეთი ახალი ფუნქციონალი ემატება, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას იმაზე მეტად ამარტივებს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო.

ამის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ბანკის განახლებული მობილბანკი და ისეთი ინოვაციური სიახლეები როგორიცაა: თანხის გაყოფა თუ მისი მოთხოვნა.

ამ ყველაფრის შესახებ კი მოკლედ და დეტალურად გიამბობთ:

თანხის გაყოფა

გადახდილი თანხის გაყოფა ან დაბრუნება გარკვეულ დისკომფორტთან და უხერხულობასთან არის დაკავშირებული, რამდენად ახლობელი ადამიანების წრეშიც არ უნდა იყოთ.ყველას გვქონია შემთხვევა, როცა მეგობრებთან ერთად ბარში ან კაფეში ყოფნისას სრული თანხა გადაგვიხდია, რასაც გადმორიცხვის უხერხულობა ახლავს თან. იმისათვის რომ ეს დისკომფორტი აიცილოთ თავიდან, მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციონალი საუკეთესო გამოსავალია. ის დაგეხმარებათ ყველას ერთიანად გაუგზავნოთ გადახდილი თანხის გაყოფის მოთხოვნა. მობილბანკის ახალი ფუნქციონალის მეშვეობით ეს მარტივადაა შესაძლებელი. ანგარიშისა და პირადი ნომრების გაცვლის ნაცვლად, ამიერიდან შეგიძლიათ, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ის ადამიანები მონიშნოთ, ვისთანაც თანხის გაყოფა გსურთ. მათი მონიშვნის შემდეგ მობილბანკში გასაყოფი თანხა ავტომატურად განაწილდება.

თანხის გასაყოფად მარტივი ნაბიჯების გავლაა საჭირო:

· მობილბანკში შესაბამისი ოპერაციის არჩევა;

· იმ ადამიანების მონიშვნა, ვისთანაც თანხის გაყოფა გსურთ (აუცილებელი არ არის, ისინი „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები იყვნენ. მათი მონიშვნა შესაძლებელია, როგორც მობილბანკის, ისე ტელეფონის კონტაქტების სიიდან. ასევე, შესაძლებელია, უცხო ნომრის შეყვანაც);

· ადრესატების შერჩევის შემდეგკი მობილბანკი გასაყოფ თანხას თანაბრად გადაანაწილებს;

· დანიშნულების მითითება თუ რა თანხის გაყოფას ითხოვ

· ადრესატები თანხის გაყოფის მოთხოვნას, შესაბამისი დეტალების მითითებით, SMS

· შეტყობინების სახით მიიღებენ.

თანხის მოთხოვნა

ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქციონალი მომხმარებელს მეგობრების წრეში თანხის შეგროვებასა თუ სესხებაში ეხმარება.

ღონისძიებების, სურპრიზების, პიკნიკების თუ სხვა აქტივობების ორგანიზების დროს, თანხის შეგროვება და მისი მენეჯმენტი ხანგრძლივ პროცესთან არის ხოლმე დაკავშირებული. მობილბანკის ახალი ფუნქციონალი ამ პროცესებს ბევრად უფრო ამარტივებს და ანგარიშის ნომრების გაცვლის და სიტყვიერი შეხსენების უხერხულ პროცესს თავიდან აგარიდებთ.

თანხის მოთხოვნისთვის დაგჭირდებათ:

· მობილბანკში შესაბამისი ფუნქციონალის არჩევა;

· ადრესატების მითითება (მობილბანკის კონტაქტების, თუ ტელეფონის სიიდან ან შეგყავთ ახალი ადრესატი);

· იმ თანხის მითითება, რომელსაც თითოეული ადრესატისგან ითხოვთ;

· დანიშნულების დაწერა (მაგალითად, „დედას საჩუქრისთვის“)

აღნიშნული ფუნქციონალი არა მხოლოდ მეგობრებსა და თანამშრომლებს შორის თანხის შეგროვების დროს გაგიწევთ კომფორტულ მომსახურებას, არამედ თანხის სესხების ახალ მეთოდსაც წარმოადგენს. მაგალითად, თუ შოპინგისას მოგეწონათ ჩანთა და სამწუხაროდ, მის შესაძენად თანხა გაკლდებათ, შეგიძლიათ, მობილბანკიდან მოთხოვნა გაუგზავნოთ მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელიც ამას SMS-ის სახით მიიღებს და სწრაფად დაგეხმარებათ.

„საქართველოს ბანკის“ იმ მომხმარებლებს, ვისაც თანხაზე მოთხოვნა გაეგზავნება, ამის შესახებ ინფორმაცია მობილბანკში დახვდებათ და მხოლოდ ოპერაციის დადასტურება დასჭირდებათ.

(R)