10 კომპანია საქართველოში, რომელმაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში წინასწარი მონაცემებით, 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ აშშ დოლარით, ნიდერლანდი 79.3 მლნ აშშ დოლარით და აშშ 24.2 მლნ აშშ დოლარით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით.

“ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა, ინფორმაცია იმ 10 საწარმოზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო (აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი);
  • შპს მაგთიკომი;
  • სს RMG Copper;
  • შპს RMG Gold;
  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს ენკა რინიუებლზ;
  • სს საქართველოს კაპიტალი;
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
  • სს ბიჯეო ჯგუფი.

ცნობისთვის, ეს ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

თაია არდოტელი