გიორგი გახარიას განცხადებით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, 300 - ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მოქალაქეების მიზნობრივი დახმარებების მეოთხე ტალღა. დღეის მდგომარეობით, 300 -ლარიან ერთჯერადი დახმარებაზე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომლისგანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიღებული, დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.