როგორია გარეუბნის განაშენიანების ახალი კონცეფცია, რომელიც „სეუ დეველოპმენტმა“ დაიწყო

თბილისის გარეუბნები სულ უფრო ვითარდება: იხსნება ახალი სავაჭრო მოლები, სავარჯიშო დარბაზები, ეწყობა ინფრასტრუქტურა, შენდება მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსები.

თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის მსგავსად, ქალაქის შემოგარენშიც ცალკეული საცხოვრებელი კორპუსები შენდებოდა, მოგვიანებით კი ასათვისებელმა ტერიტორიებმა დეველოპერებს საშუალება მისცათ, ერთ სივრცეში თითქმის ყველა საჭირო სერვისი და მომსახურება გაეერთიანებინათ და ამით მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

როგორც უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმსა და დაჯილდოებაზე - Eastern Europe Real Estate Awards აღნიშნეს, პროექტი, რომელიც დროს უსწრებს და მობინადრეთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული, თბილისის მასშტაბით „სეუ ვარკეთილია“. ის 2019 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

მიზეზი, რის გამოც „სეუ ვარკეთილმა“ აღმოსავლეთ ევროპის ყურადღება მიიპყრო, 3.5 ჰექტარ ფართობზე მინი ქალაქის მოწყობის გეგმაა, რომლის 2 ჰეტარი სრულად უჭირავს სარეკრეაციო სივრცეს.

ახალი კონცეფცია გულისხმობს ყველაფერს ერთ სივრცეში, იქნება ეს დასასვენებელი ტერიტორია, ბაღი, სკოლა, აფთიაქი, მარკეტი თუ სილამაზის სალონი.

რაც მთავარია, ტერიტორია, სადაც ყველა ჩამოთვლილი ობიექტი, საცხოვრებელი ბლოკები და სარეკრეაციო სივრცეა მოქცეული, დაცულია. მობინადრეებს საშუალება აქვთ, ბავშვები ეზოში თამამად გაუშვან და მშვიდად იყვნენ, რადგან სივრცე საავტომობილო გზისგან იზოლირებულია. შესაბამისად, მობინადრე უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენებული საცხოვრებლის გარდა იღებს ეკოლოგიურად სუფთა, დაცულ გარემოს და ყველა იმ სიკეთეს, რაც „სეუ ვარკეთილის“ პროექტშია გათვალისწინებული.

seu2-1608195246.jpg

გარეუბნის განვითარების ახალი კონცეფცია გულისხმობს გამწვანებული სივრცისა და დაცული გარემოს ურბანულ პირობებთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი კომპლექსი მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ 15 წუთის სავალზეა. მობინადრეებს საშუალება აქვთ, განერიდონ გამონაბოლქვს, ქალაქის სიმჭიდროვესა და ხმაურს და ამავდროულად, დედაქალაქის ნაწილად იგრძნონ თავი.

პროექტს „სეუ დეველოპმენტი“ ახორციელებს. მისი სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ერთ წელიწადში დასრულდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო მასალები, რომელსაც „სეუ დეველოპმენტი“ იყენებს, ხასიათდება ენერგოეფექტურობით და არის ეკოლოგიურად სუფთა.

„სეუ ვარკეთილში“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მობინადრეების განკარგულებაში იქნება:

· 2 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე;

· დაცული შიდა ეზო;

· სკოლა და ბაღი;

· ფიტნეს დარბაზი;

· მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;

· ბავშვთა გასართობი სივრცეები;

· კომერციული და საოფისე ფართები;

· სპორტული და საბავშვო მოედნები;

· ტენისის კორტები;

· ლობი, რომელიც თითოეული კორპუსის შესასვლელში მოეწყობა;

· ცენტრალური სახანძრო სისტემა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსებია აღჭურვილი;

· ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინები, რომელიც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ „სეუ ვარკეთილის“ კონცეფცია გულისხმობს არა უბრალოდ სკვერების მოწყობას, არამედ ევროპის დიდი ქალაქების ცენტრალური პარკების მსგავსი სივრცის განვითარებას. ტერიტორიაზე ვერ ნახავთ ბეტონის საფარს, რომელიც არაორგანულად ერწყმის გამწვანებულ ტერიტორიას. არამედ საცხოვრებელი ბლოკების შემოგარენში ბუნებრივი საფარი და მწვანე ნარგავები ისეა შენარჩუნებული, თითქოს ტყე-პარკის ტერიტორია იყოს, რაც ჰაერის ხარისხსა და საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო აუმჯობესებს.