საქართველოს ბაზარზე არსებულ პირბადეებს ყველა ის სტანდარტი აქვს დაცული, რომელიც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზარზე პირბადეები გარკვეული კონტროლის გავლის შემდეგ დაიშვება. “ჩვენს მოქალაქეებს შეუძლით სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზე არის. მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული, აქედან გამომდინარე, მთავარი არის მოხმარების ხარისხი, როგორ ვიყენებთ ჩვენ პირბადეს. კონკრეტულად ამ პირბადეებს აქვს დაცული ყველა ის სტანდარტი, რაც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სანამ შემოდის პირბადე ის გადის გარკვეულ კონტროლს და კონტროლის შემდეგ დაიშვება. წარმოების პერიოდშიც ვიდრე წარმოება გადის ქსელში, ჩვენ ამაზე ვაძლევთ დასტურს, რომ შეიძლება გაყიდული იყოს აღნიშნული პირბადე”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.