ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ბიზნესთან მას ცუდი ურთიერთობა არ აქვს. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო ბიზნესში, სხვაგანაც, იმ გარკვეული წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე.
„ჩემი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან გარკვეულწილად არის მედიის შექმნილი, არანაირი ცუდი ურთიერთობა მე სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სამედიცინო ბიზნესში, სხვაგანაც, იმ გარკვეული წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სადაც დაცულია წესები, ნორმები და კანონი, მე არ მაქვს იქ პრობლემა არც კომუნიკაციის და არც სხვა კუთხით. თქვენ იცით ჩემი პირდაპირობა და როდესაც გახდება გასაჯაროების საჭიროება, ასევე მტკიცებით ფორმაში სასაუბრო, ამას აუცილებლად მოგახსენებთ. დღესდღეობით მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ.