ექსპერიმენტები ზაზუნებზე, მილიონობით დოლარის დახარჯვა სახის ნიღბებზე, უსარგებლო ლიფტი და სხვა მრავალი უცნაური ფაქტი იმის შესახებ, თუ რაში ხარჯავენ მთავრობები მილიონებს, მართლაც გაგაოცებთ.
შვედეთი - მეორე ქალაქი ქალაქში, 135 000 აშშ დოლარი
ვისაც Second Life- ის ონლაინ სამყარო ახსოვს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ისიც ემახსოვრება თუ რამდენი გადაიხადეს კომპანიებმა ამ ადგილზე მოხვედრისთვის. ერთ დროს ალტერნატიულ ქალაქში სატელევიზიო შოუც იმართებოდა.
ქალაქ მალმოში, მეორე ქალაქის ზუსტი რეპლიკის შესაქმნელად 135 000 აშშ დოლარი დახარჯა.
აშშ- სათამაშო ჩვევების შესწავლა მაიმუნებისთვის, 171,000 აშშ დოლარი
აშშ-ს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გადაწყვიტა, რომ მაიმუნების სათამაშო ჩვევები შეესწავლა. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გარკვევა, ჰქონდათ თუ არა მათ იგივე პრობლემა, რაც ადამიან მოთამაშეებს. ამაში დაახლოებით 171 000 აშშ დოლარი დაიხარჯა. მოგვიანებით, კვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში მაიმუნებს "აზარტული თამაშები უყვართ ".
აშშ- მ შეისწავლა არის თუ არა "მშიერი" ადამიანი მრისხანე, 331 000 დოლარი
მას შემდეგ, რაც NCF– მა მაიმუნების შესწავლა დაასრულა, გადაწყვიტა გამოეკვლია არიაn თუ არა მშიერი ადამიაnები უფრო მრისხანე და აგრესიულები.
კვლევის მიხედვით, ადამიანებს აშიმშილებდნენ, ამ გრძნობისგან გამოწვეული ემოციების შემდეგ, თუ კვლევაში მონაწილეს მრისხანება ძლევდა, ვუდუს თოჯიასთვის ქინძისთავი უნდა ჩაერჭო. კვლევამ დაამტკიცა, რომ მშიერი ადამიანი მრისხაეა. ამაშ კი მთავრობამ 331,000 აშშ დოლარი დახარჯა.
აშშ- შვედური მასაჟი კურდღლებისთვის, 387 000 დოლარი
აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ალტერნატიული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, კურდღლებისთვის შვედური მასაჟების დასაფინანსებლად 387 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მიზანი იყო იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა შვედური მასაჟებით დაავადებისგან გამოჯანმრთელება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კურდღლები, რომლებმაც 30 წუთიანი მასაჟი მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ.
ჰონგ კონგი- შენობები ფენგ-შუის მიხედვით, 1,3 მილიონი დოლარი
ჰონგ კონგში ფენგ შუი ძალიან სერიოზულად აღიქმება. სპეციალურად აშენდა შენობები, რათა მათში ჩი (ცნობილი როგორც "სიცოცხლის ძალა") შემოიტანონ.
სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, თუ ჰონგ კონგის მცხოვრებლები ჩათვლიან, რომ სამუშაოები ფენ შუის მიხედვით არ არის შესრულებული, კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება.
მაგალითად, გასული ათწლეულის განმავლობაში ახალ ტერიტორიებზე გაშეებულმა სოფლებმა ზარალის ასააზღაურებლად 10 მილიონი მიიღეს.
იტალია- ლიფტი, რომელიც არსად მიდის, 2.4 მილიონი დოლარი
იტალიის მთავრობამ სიცილიის სოფელ სუტერაში ლიფტის მშენებლობაში, რომელიც არსად მიდის, 2 მილიონი ევრო დახარჯა. ამის გამო მთავრობას ევროკავშირის ფულის გაფლაგვაში დასდეს ბრალი.
გადასახადის გადამხდელთა ალიანსის ინფორმაციით, სავარაუდო საოპერაციო ხარჯები, იმისთვის, რომ ლიფტის გარშემო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მშენებლობა გაეგრძელებინათ, 84000 ევროს შეადგენდა. საბოლოოდ საბჭომ სამუშაოების დასრულებაზე უარი თქვა.
აშშ - ზაზუნების ბრძოლა, 3 მილიონი დოლარი
ილინოისის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ზაზუნების ბრძოლის გასამართად მთავრობისგან 3 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. დიდი ფინანსური ღირებულება არ იყო მიზეზი, რის გამოც ექსპერიმენტი სადავო გახდა.
ზოგიერთ ზაზუნას ჩხუბის წინ სტეროიდები გაუკეთეს, რომ უფრო აგრესიულები ყოფილიყვნენ. კვლევა 2017 წელს, ცხოველთა უფლებების ჯგუფის PETA- ს მხრიდან ზეწოლის შემდეგ დასრულდა.
ევროკავშირი: ბლოგერი ვირი - 9,5 მილიონი დოლარი (£ 7,1 მილიონი)
2009 წელს ევროკავშირმა ვირის ევროპაში მოგზაურობისა და შემდეგ საკუთარი გამოცდილების ბლოგზე დაწერისთვის 7 მილიონი ევრო გადაიხადა. პროექტი მიზნად ისახავდა "კულტურათშორისი დიალოგის“ შექმნას. ანალიტიკურმა ორგანიზაციამ "ღია ევროპამ" აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ყველაზე უსარგებლო პროექტების ტოპ 50-ეულში შეიყვანა.
ვენესუელა- 22,4 მილიონ დოლარიანი ფილმი, რომელიც ეკრანებზე არ გამოჩენილა
2007 წელს, ვენესუელას მაშინდელი პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი “ამერიკულ კულტურულ ჰეგემონიას" გააფთრებით ებრძოდა. ამის გამო მან 22,4 მილიონ აშშ დოლარად კინოპროექტი დააფინანსა, სადაც უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა მხატვრულად.
ფილმი ეკრანებზე ჯერ არ გამოჩენილა და დიდი ალბათობით, მოლოდინი აღარც უნდა გვქონდეს.
დუბაი: მსოფლიო - 14 მილიარდი დოლარი
დუბაი ექსტრავაგანტული ხარჯებით ცნობილია. ადამიანის მიერ შექმნილი არქიპელაგი, რომელიც კონტინენტების ფორმის 300 კუნძულის მეშვეობით "მსოფლიოს" ასახავს, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროექტია.
პროექტზე მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, მაგრამ 2009 წელს შეჩერდა. მაშინ ეტაპზე კუნძულების კომპლექტი უკვე ღირდა 14 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მშენებლობა განახლდა, ინვესტორები აღნიშნული პროექტით არ ინტერესდებია და დიდი ალბათობით, “მსოფლიო“ ერთ-ერთი მიტოვებული ხელოვნური კუნძულები კომპლექტი იქნება.