საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება.

ამას “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და განსახილევლად პარლამენტს უკვე წარუდგინა.

შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე.

აღნიშნული კატეგორიის ვიზის საფუძველზე მყოფი უცხოელი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო, სპეციალური და კანონით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის (დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემაუცხოელზე, რომელსაც “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობისმსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვსმსხვერპლის სტატუსი) ნებართვის მოსაპოვებლად.

შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა,მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა დამოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა და ამისსაფუძველზე შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებულივადით და პირობებით.

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვანშვილზე, არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე,რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლისგანმავლობაში (ნაცვლად ამჟამად დადგენილი 6 წლისა). ამ ვადაში არ ითვლება საქართველოშისწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

მოქმედი კანონის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე,რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვსსაკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლისსაბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახისწევრებზე (უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე,შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონეპირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი,მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი). პარლამენტში წარდგენილი ცვლილებით, ვიწროვდება ოჯახის წევრთა წრე და შესაბამის პირთან ერთად მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მხოლოდმისი მეუღლე და შვილები.

ანალოგიურად, D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრები სუფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ასევე D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა მის მეუღლესა და შვილებზე.

დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა - 6 წელი, იცვლება 12წლით. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში უცხოელის სავარაუდო ყოფნის ვადით.

ამასთან, უცხოელის საქართველოში 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, იმის ნაცვლად, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა აიღოს, როგორც ეს ამჟამად ხდება.