შემოსავლების სამსახური - 74 კუბური მეტრი საკარანტინო მავნე ორგანიზმით დაავადებული ხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება ​

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 74 კუბური მეტრი საკარანტინო მავნე ორგანიზმით დაავადებული ხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში, კერძოდ რუსეთში გაბრუნდება.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშები, აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი გადამტანი მწერები. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა",- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.