უცხოელის გაძევების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება

უცხოელის გაძევების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება. ამგვარ პირზე გაძევების სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება. მისი გაძევების გადავადება კი მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობისას იქნება შესაძლებელი, როგორიცაა ფორსმაჟორი, ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა. გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოელი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეიძლება გაძევებულ იქნეს ქვეყნიდან სასჯელის მოხდისთანავე ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლებისთანავე.

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა და განსახილევლად პარლამენტს უკვე წარუდგინა.