„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ - ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს

პოლიციელები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, წიაღისეულის გადამამუშავებელი ქარხნების, აეროპორტებისა და პორტების თანამშრომლები - ეს იმ პროფესიათა და სპეციალობათა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ხშირად მკაცრ კლიმატურ პირობებში და ფორსმაჟორულ ვითარებაში უწევს მუშაობა.

მათ სპეცტანსაცმლისა და აღჭურვილობის მსგავსად, კომპიუტერული მოწყობილობებიც სპეციალიზებული სჭირდებათ, რათა დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვნად შეასრულონ. ევროპასა და ამერიკაში აღნიშნული პროფესიების წარმომადგენლები ყოველთვის მსგავსი შეჯავშნული კომპიუტერული მოწყობილობებით არიან აღჭურვილი, რომელიც ჩვეულებრივ ტაბლეტებზე გაცილებით გამძლე და პოლიციისთვისა და სამაშველო სამსახურისთვის მოსახერხებელია.

ჩვენს ქვეყანაშიც, ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციას მკაცრს კლიმატურ პირობებში უწევს მუშაობა, ავტომობილებში შეჯავშნილი, სპეციალიზებული ტაბლეტები აქვს ჩამონტაჟებული.

რას გულისხმობს სპეციალიზებულ ტაბლეტები და რატომ ანიჭებენ მას უპირატესობას ევროპელი და ამერიკელი ძალოვნები? ამის შესახებ კომპანია “ციფრული ტექნოლოგიების“ (DTECH) წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალები კონკრეტული მწარმოებლის - Zebra-ს მაგალითზე ავგვიხსნა:

სტანდარტული კომპიუტერული მოწყობილობების მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს სპეციალიზებული ტაბლეტები, ვისთვის არის ის განკუთვნილი და რით განსხვავდება ჩვეულებრივი მოდელებისგან?

სპეციალიზებული ტაბლეტები ჩვეულებრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, ის გათვლილია მათთვის, ვისაც ასე ვთქვათ, საველე პირობებში უწევს მუშაობა.

via GIPHY

ჩვეულებრივი ტაბლეტები ადვილად დაზიანებადია, არ გააჩნიათ სხვადასხვა მძიმე გარემო პირობებისგან დამცავი კორპუსი და ექსპლუატაციისა და წარმოების 1 წლიანი ციკლით შემოიფარგლებიან.

გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ მოწყობილობაზე მწარმოებელი ანდა „რითეილერი“ ერთწლიან გარანტიას გვაძლევს, სპეციალიზებული მოწყობილობები გათვლილია უფრო ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადისთვის. სპეციალიზებული ტაბლეტი შეძენიდან 5-10 წლის განმავლობაში უხარვეზოდ გვემსახურება, ამასთან, წინა მოდელის აქსესუარები მომდევნო მოდელზეც გამოიყენება და ამ მხრივ ფინანსების დაზოგვის საშუალება გვეძლევა, რაც საჯარო უწყებებისთვის დიდ კომფორტს წარმოადგენს. მაგალითად, ძალოვან უწყებებს თუ ჩვეულებრივი მოწყობილობის გამოცვლა 2-3 წელში მაინც უწევთ, Zebra-ს ტაბლეტები 3-ჯერ მეტი დროის განმავლობაში ემსახურებათ და შეკეთების საჭიროების შემთხვევაში, მათი ნაწილები ყოველთვის ხელმისაწვდომია.

sareee-1608202215.jpg

რას ნიშნავს შეჯავშნილი ტაბლეტი?

შეჯავშნილი მოწყობილობა წარმოუდგენლად გამძლეა - მას ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, მხოლოდ ეკრანი დაზიანდეს ან საერთოდ არ მიიღოს დაზიანება. პოლიციელისთვის თუ შეიარაღებული ძალების მოსამსახურისთვის ამ მხრივ ის შეუცვლელია, რადგან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ტექნიკური მხარე აბსოლუტურად შეუწყობს ხელს.

სპეციალიზებული მოწყობილობები ძირითადად ავტომობილებში გამოიყენება, რის გამოც ისინი ვიბრაციას განიცდიან. გარედან შეჯავშნილობა კი მას დაზიანებისგან იცავს, რაც ჩვეულებრივ მოწყობილობებში გათვალისწინებული არ არის.

Zebra-ს მოწყობილობები დაპროექტების ფაზიდანვე გათვლილია გამძლეობაზე. მისი სქემები და ნაწილების განლაგება შერჩეულია იმ მიზნით, რომ დავარდნის, ვიბრაციის შემთხვევაში მასზე ზემოქმედება არ მოხდეს და მექანიზმი უვნებლად შენარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღნიშნული ტექნიკური საშუალების გამოყენების 15-წლიანი გამოცდილება გვაქვს, თუმცა დღეს ის ისე ფართოდ გავრცელებული და დამკვიდრებული არ არის, როგორც მაგალითად, აშშ-სა და ევროპაში.

ყველას გვქონია შემთხვევა, როცა წვიმის, თოვისა და ყინვის დროს ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონსა თუ ტაბლეტს სენსორის მგრძნობელობა უქვეითდება. ამ მხრივ რამდენად კომფორტულია სპეციალიზებული ტაბლეტი?

თუ პროფესიულ მოვალეობას დაბალ ან მაღალ კლიმატურ პირობებში ვასრულებთ, რამდენიმე პრობლემა გვექმნება: ტენიან ამინდში სენსორის მგრძნობელობა ქვეითდება, მას საკუთარი თავის გასათბობად მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს და ბატარეა იმაზე სწრაფად ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, სიცხეში მოწყობილობა გადახურდება და შეიძლება, ვეღარც ჩავრთოთ.

წარმოიდგინეთ, ეს რამდენად დიდ დისკომფორტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, როცა ძალოვნები ზამთრის კურორტზე ან უბრალოდ წელიწადის ამ ყველაზე ცივ სეზონზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. თუნდაც ზაფხულში, როცა მზის გულზე დგომა უწევთ და თავიანთ ტექნიკურ საშუალებებს უბრალოდ ვეღარ იყენებენ. იგივე შეიძლება ითქვას მეხანძრე-მაშველებზეც.

ასევე, ხშირად მინახავს, ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ მაღაროებსა და ქარხნებში ჩვეულებრივი ტაბლეტები მტვრის გამო მწყობრიდან როგორ გამოდის - ამ პირობებში მათი ექსპლუატაციის ვადა მაქსიმუმ 6-8 თვე შეიძლება იყოს, სპეციალიზებული მოწყობილობა კი 5 და მეტი წელი შეუფერხებლად მუშაობს.

საინტერესოა, ტაბლეტებში არსებული ოპერაციული სისტემა რამდენად დაცულია გარეშე პირებისგან?

აღნიშნულ საკითხს მწაროებლები უდიდეს ყურადღებას უთმობენ. მაგალითად, Zebra-ს სპეციალიზებული მოწყობილობა გამოდის ორი ვერსიით: “ვინდოუსისა” და “ანდროიდის”. “ვინდოუსის” ვერსიად აღებულია “IOT ვინდოუსი” ანუ მასზე ზედმეტი აპლიკაციები და პროგრამული უზრუნველყოფები არ არის დაყენებული, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ტაბლეტის მსგავსად იმუშავებდა.

რაც შეეხება “ანდროიდს”, ჩვენი მწარმოებელი მის განახლებას რა თქმა უნდა, Google-სთან შეთანხმებით თავად აკეთებს. ამასთან გათვალისწინებულია, რომ აღნიშნულმა ვერსიამ სპეციალიზებული ტაბლეტის ყოველ ახალ მოდელზეც უნდა იმუშაოს, რაც სამომხმარებლო მოწყობილობებში არ გვხვდება. ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ რომ ყოველ 2-3 თვეში ერთხელ სისტემა ახლდება, რაც მას კიდევ უფრო დაცულს ხდის.

უფრო კონკრეტულად, რომელ ქვეყნებშია ამგვარი სპეციალიზებული მოწყობილობები პოპულარული?

როგორც აღვნიშნე, ევროპა და აშშ მას უდიდეს უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, ნიუ იორკის პოლიცია მხოლოდ შეჯავშნილ ტაბლეტებს იყენებს. რა თქმა უნდა, ძალოვნები ბრენდებისა და მწარმოებლების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების გათვალისწინებით თავს იკავებენ, თუმცა ცნობილია, რომ ლიდერები არიან Zebra, Panasonic და სხვა გიგანტი კომპანიები, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისთვის მხოლოდ ლოკალური მწარმოებლის შეჯავშნილ ტაბლეტებს იყენებს, თუმცა რაც მთავარია, თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები არ აძლევთ საშუალებას, არჩევანი სამოყვარულო მოწყობილობებზე შეაჩერონ.