დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უარყოფს ინფორმაციას, რომ 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი შეისყიდეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უარყოფს ინფორმაციას, რომ დეპარტამენტმა ხელმძღვანელი პირებისთვის 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი შეისყიდა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეისყიდა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არის ფეიკ ნიუსი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნული შესყიდვა არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ინფორმაციაში აღნიშნულ 6 ცალ ავტომანქანის შესყიდვას, აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილია დაცვის პოლიციის ტექნიკური ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.