მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ინფიცირების 75 282 798 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 52 852 602 ადამიანი, 1 668 356 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 20 761 840 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.