რაჭული ღვინის მიერ გაცოცხლებული ლეგენდა

ქართულ ბაზარზე ახალი რაჭული ღვინის ბრენდი - ნაბერაული გამოჩნდა, რომელიც რაჭული ყურძნის უნიკალური ჯიშებისგან შექმნილ პრემიუმ ხარისხის ღვინოებს აერთიანებს.

ნაბერაულის ღვინოების ჩამონათვალში ისეთი სახეობები ერთიანდება, როგორიც არის ხვანჭკარა, რაჭული მწვანე, ალექსანდროული და რაჭული საფერე. კომპანია ერთადერთია, რომელმაც უიშვიათესი ჯიშის ვაზი - რაჭული მწვანე გადაშენებას გადაარჩინა და მისი ექსპერიმენტული მეთოდით დაყენებული ვარიანტი შესთავაზა მომხმარებელს.

კომპანიის მთავარ მიზანს რაჭული ღვინის ძველი გემოებით ახლის ძიება წარმოადგენს და მისია რაჭის რეგიონისთვის მსოფლიო ღვინის რუქაზე ღირსეული ადგილის დამკვირებაა.

„ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია, პირველ რიგში ქართველ, შემდგომ კი უცხოელ მომხმარებელს გავაგებინოთ და სწორად მივაწოდოთ რაჭული ღვინის გემო. დავანახოთ, რომ რაჭული ღვინო ცალკე აღებულ ხვანჭკარაზე გაცილებით მეტია.“ - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

ღვინის მოყვარულებს ნაბერაულის ღვინოების შეძენა შეუძლიათ 8000 მოსავალში, მის ონლაინ მაღაზიასა და Extra.ge–ზე, ასევე აგროჰაბის ქსელში, მაღაზიებში ჩაიმანია და პონატი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტის ტერიტორიაზე საკუთარი სტენდით წარსდგება კომპანია.

(R)