კორპორაცია Coca-Cola აპირებს გაათავისუფლოს 2 200 თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 1200 დასაქმებულია შტატებში. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
მასალაში ნახსენებია, რომ გასათავისუფლებელი ადამიანების რაოდენობა ექვივალენტურია კომპანიაში სრულად დასაქმებულების 12%-ისა.
კომპანიაში თვლიან, რომ თანამშრომლების შემცირება მას მისცემს საშუალებას წლიურად 350-550 მილიონი დოლარი დაზოგოს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიის რეორგანიზაცია მათ საშუალებას მისცემს გახდნენ ქსელი, რომელშიც საჭირო იქნება ნაკლები გადაწყვეტილებების მიღება, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და საბოლოოდ ნაკლები ხალხი.
Coca-Cola რეორგანზიაციის ფარგლებში მანამდეც განაცხადა, რომ აპირებდა თანამშრომლების შემცირებას. აგვისტოში გაცხადებული იყო 4 ათასი თანამშრომლის დათხოვანზე შტატებში, პუერტო-რიკოსა და კანადაში. იყო მოლოდინი, რომ ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგმებოდა სხვა ქვეყნებშიც. ზაფხულშივე ითქვა, რომ კომპანია გეგმავდა განყოფილებების 9-მდე დაყვანას, იმ დროისთვის მათი რაოდენობა 17 იყო.