ერთ თვეში საქართველოს საგარეო ვალი 271.3 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ გაიზარდა.

2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობამ 7,263 მლრდ დოლარი შეადგინა (24,087 მლრდ ლარი) ეს კი 271,3 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6,991 მლრდ დოლარს შადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 7,263 მლრდ დოლარიდან, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენს 7,005 მლრდ დოლარს, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი - 257,4 მლნ დოლარს.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 919,060 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,092 ლრდ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,415 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, აქ საქართველოს ყველაზე დიდი ვალი გერმანიის მიმართ აქვს - 720, 069 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა საფრანგეთი - 571, 145 მლნ დოლარის ვალის მოცულობით. სამეულში შედის იაპონიას, რომლის მიმართს ქვეყანას 218,488 მლნ დოლარის დავალიანება აქვს. მთალიანად სახელმწიფოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ 1,634 მლრდ დოლარის ვალი აქვს.