ტურიზმი 53,1%-ით შემცირდა, სამთომოპოვებით მრეწველობა 14,7%-ით გაიზარდა - 2020 წლის მე-3 კვარტლის ეკონომიკური ანგარიში

2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13,331 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 5.9 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ყველაზე მეტად ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები დაზარალდა, რომლის ბრუნვამაც მესამე კვარტალში 335,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 53,1%-ით ნაკლებია.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7 პროცენტი), მშენებლობა (2.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.5 პროცენტი).

მშპს რეალური ზრდა/კლება სექტორების მიხედვით:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1,5%-იანი ზრდა;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 14.7%-იანი ზრდა;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 0,6%-იანი ზრდა;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 11.5%-იანი შემცირება;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 11.4%-იანი შემცირება;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 6.6%-იანი ზრდა;
  • განათლება - 5.6%-იანი ზრდა;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 4.3%-იანი ზრდა;
  • მშენებლობა - 2%-იანი ზრდა;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1.9%-იანი ზრდა;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1.5%-იანი ზრდა;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 0.6%-იანი ზრდა;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 0.3%-იანი შემცირება;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 0.8%-იანი შემცირება;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4.4%-იანი შემცირება;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 12.5%-იანი შემცირება;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 25%-იანი შემცირება;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 32.4%-იანი შემცირება;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 49%-იანი შემცირება;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (ტურიზმი) - 53.1%-იანი შემცირება.

ამასთა, საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).